Thumbnail

ქუინსელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ექშნ ბრონსონმა მსმენელს მორიგი კომპოზიცია Mongolia შესთავაზა. მის გარდა ჩანაწერში ნიუ იორკული ანდერგრაუნდის წარმომადგენლები Hologram და Meyhem Lauren მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერი თავად ექშნი გახლავთ. ნამუშევარი რეპერის მომავალი ალბომის Only For Dolphins ერთ-ერთი სინგლია.

მოუსმინეთ: Action Bronson - Golden Eye

ნახეთ: Action Bronson ფრისტაილს კითხულობს

ნახეთ: Action Bronson - Latin Grammys

წარმოშობით ალბანელმა ექშნმა, რომელიც პროფესიონალი მზარეულია, მუსიკალური კარიერა 2008 წელს დაიწყო. რეპერის კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Mr. Wonderful გაყიდვაში 2015 წელს ჩაეშვა. ნამუშევრის მთავარი კომპოზიცია Baby Blue ოქროს სტატუსის მფლობელია. მუსიკოსის ბოლოდროინდელი შემოქმედებიდან მსმენელის განსაკუთრებული მოწონება კალიფორნიელ პროდიუსერთან, ალქემისთთან ერთად ჩაწერილმა სტუდიურმა ნამუშევარმა Lamb Over Rice დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული