Thumbnail

ნახეთ: Arcade Fire-ს წევრმა, უილ ბატლერმა ახალი კომპოზიცია Bethlehem გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი კანადური ინდი როკ ჯგუფის, Arcade Fire-ს წევრმა, მულტიინსტურმენტალისტმა უილ ბატლერმა ახალი კომპოზიცია Bethlehem და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის რიგით მეორე სოლო ალბომში Generations შევა, რომელიც 25 სექტემბერს გამოიცემა.

ნახეთ: Arcade Fire-ს წევრმა, უილ ბატლერმა სიმღერა Close My Eyes გაავრცელა

უილი მისი ძმის, უინ ბატლერის ჯგუფს, Arcade Fire-ს 2003 წელს შეუერთდა. არტისტს კოლექტივის ხუთივე ალბომის ჩაწერაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2014 წელს უილი, კანადელ კომპოზიტორ ოუენ პალეტთან ერთად, ფილმისთვის Her შექმნილი მუსიკალური თემისთვის ოსკარზე წარადგინეს. მომდევნო წელს არტისტმა სადებიუტო სოლო ალბომი Policy გამოსცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული