Thumbnail

მემფისელი რეპერი, დიმარიო დიუეინ უაით უმცროსი, ფსევდონიმით Moneybagg Yo, მსმენელს საკუთარი კომპოზიციის Said Sum ალტერნატიულ ვერსიას სთავაზობს. ჩანაწერის რემიქსში სამხრეთული ჰიპ ჰოპის ახალი თაობის წარმომადგენლები, დუეტი City Girls და პოპულარული შემსრულებელი DaBaby მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერი DJ YC გახლავთ.

ნახეთ: Moneybagg Yo და DaBaby კლიპში Protect Da Brand

ნახეთ: Moneybagg Yo კლიპს Cold Shoulder ავრცელებს

მოუსმინეთ: TM88 x Southside - Blue Jean Bandit Ft. Young Thug, Future & Moneybagg Yo

მანიბეგ იომ მუსიკალური კარიერა 2012 წელს დაიწყო. არტისტის დისკოგრაფია 15 ოფიციალურ მიქსტეიპს, კომპილაციურ ჩანაწერსა და 3 სტუდიურ ალბომს აერთიანებს. ახალგაზრდა არტისტი ვეტერანი კოლეგის, Yo Gotti-ის დამოუკიდებელი ლეიბლის CMG წევრია. დიმარიოს ცნობილი ტრეკებია All Of A Sudden, Doin To Much, Yesterday, Mandatory Drug Test და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული