Thumbnail

ბრიტანულმა სინთპოპ დუეტმა Still Corners ახალი კომპოზიცია The Last Exit და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი პროექტის მომავალ, ამავე სახელწოდების მქონე ალბომში შევა, რომელიც 2021 წლის 22 იანვარს გამოიცემა.

ნახეთ: Still Corners - Black Lagoon

Still Corners ლონდონში 2007 წელს ჩამოყალიბდა. პროექტის ყველაზე წარმატებული ნამუშევრებია The Trip და Fireflies. ამ დრომდე დუეტს 3 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული