Thumbnail

ნახეთ: ბიგის ცნობილი გვირგვინი აუქციონზე გაიყიდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკში გამართულ სოთბის აუქციონზე ახლახან გასაყიდად ჰიპ ჰოპთან დაკავშირებული ნივთები გამოიტანეს. ერთ-ერთი ლოტი ეპოქალური ბრუკლინელი ემსის, ნოტორიუს ბიაიჯის ცნობილი გვირგვინი გახლდათ, რომელიც მას 1997 წელს, გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე ფოტოსესიაზე ეკეთა. რელიკვიის ახალმა მფლობელმა მასში 594 750 აშშ დოლარი გადაიხადა.

ნახეთ: ნასმა განმარტა, თუ რატომ ვერ მოახერხა ბიგისთან თანამშრომლობა

სნუპ დოგმა გაიხსენა, რა უთხრა მას ბიგიმ თუფაქის მკვლელობის შემდეგ

Lil' Cease: Biggie ფიქრობდა, რომ Jay-Z მასზე უკეთესი იყო

The Notorious B.I.G. ყველა დროის გამორჩეული ჰიპ ჰოპ არტისტი და ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია. მან მუსიკალური კარიერა 1992 წელს გაერთიანება Bad Boy Records-ში დაიწყო. 1994 წელს გაყიდვაში ბიგის სადებიუტო ალბომი Ready To Die ჩაეშვა, რომელმაც რეპერს საყოველთაო აღიარება მოუტანა.

1997 წლის 9 მარტს მომავალი სტუდიური ნამუშევრის პრომოუშენის ფარგლებში კალიფორნიაში მყოფი უოლასი დღემდე უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მუსიკოსის გარდაცვალებიდან ორ კვირაში გავრცელებულმა ჩანაწერმა Life After Death უდიდეს კომერციულ წარმატებას მიაღწია. მსოფლიო მასშტაბით 12 მილიონამდე გაყიდული ასლით ალბომმა ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა. რეჩიტატივის კითხვის უნიკალური მანერით გამორჩეულ არტისტს არაერთი გავლენიანი გამოცემა ყველა დროის საუკეთესო რეპერად ასახელებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული