Thumbnail

მოუსმინეთ: SALEM ახალ მიქსტეიპს STAY DOWN ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ვიჩ ჰაუს ჯგუფი SALEM ახალ მიქსტეიპს STAY DOWN ავრცელებს. 40-წუთიანი სტუდიური ჩანაწერი კოლექტივმა პირველად მაისში, NTS Radio-ს ეთერში წარადგინა.

მუსიკოსებმა ნამუშევარში შესული ტრეკი CAPULETES სინგლის სახითაც გამოსცეს. მასში ლეგენდარული რუსი კომპოზიტორის, სერგეი პროკოფიევის ბალეტიდან "რომეო და ჯულიეტა" ერთ-ერთი ნაწარმოები Dance of the Knights აქვთ გასემპლილი.

ვიჩ ჰაუსის ერთ-ერთი პიონერი ჯგუფი SALEM მიჩიგანის შტატის ქალაქ ტრავერს სითიში 2008 წელს შეიქმნა. არაერთი მიქსტეიპის გავრცელების შემდეგ, 2010 წლის კოლექტივმა სადებიუტო ალბომი King Night გამოსცა. ამის შემდეგ გაერთიანებას შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა აღებული. წელს მუსიკოსები სტუდიას კიდევ ერთხელ დაუბრუნდნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული