Thumbnail

ამერიკულმა ჯგუფმა Future Islands ახალი კომპოზიცია Moonlight და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი კოლექტივის მომავალ, რიგით მეექვსე ალბომში As Long As You Are იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოცემის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ნახეთ: Future Islands - Thrill

Future Islands ქალაქ ბალტიმორში 2006 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს ამ დრომდე 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. ბენდის მუსიკალური მიმართულება სინთპოპს, ალტერნატიულ როკსა და ინდი პოპს მოიცავს. კოლექტივის ყველაზე წარმატებული კომპოზიციებია: Seasons (Waiting on You), A Dream Of You And Me, Like the Moon და Ran.

კომენტარები

ბოლოს დამატებული