Thumbnail

ნახეთ: BTS ახალი ვიდეოთამაშის BTS Universe Story თრეილერს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS მობილური თამაშების დეველოპერ კომპანია Netmarble-თან თანამშრომლობით შექმნილი ვიდეოთამაშის BTS Universe Story თრეილერი გაავრცელა. ათწუთიან ვიდეოში თავად კოლექტივის წევრები მონაწილეობენ, მაყურებელი კადრებში მათ ანიმირებულ პერსონაჟებსაც იხილავს. თრეილერში "ბითიესის" კლიპების, I Need U-სა და Run-ის სცენებია გაცოცხლებული.

ნახეთ: BTS-მა NBC-ის გადაცემაში Today Show ორი კომპოზიცია შეასრულა

ნახეთ: BTS კომერციულ ვიდეორგოლს IONIQ: I’m On It ავრცელებს

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. ეს კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200, Billboard Artist 100 და Billboard Hot 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, BTS გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს კი ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული