Thumbnail

ნახეთ: Teyana Taylor კლიპს '1800-One-Night' ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილი არენბი შემსრულებელი, ტიანა ტეილორი განაგრძობს 2020 წლის ნამუშევრის The Album პრომოუშენს და მსმენელს ალბომის სინგლზე '1800-One-Night' გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. თავად ტეილორთან ერთად კომპოზიციის პროდიუსერები David Drake და DJ Camper არიან.

მოუსმინეთ: Teyana Taylor ნამუშევარს The Album აქვეყნებს

ნახეთ: Teyana Taylor - HYWI? Ft. King Combs

ნახეთ: Teyana Taylor კლიპს Issues/Hold On ავრცელებს

ტიანა ტეილორი მუსიკოსი, მსახიობი, მოდელი, მოცეკვავე და ქორეოგრაფი გახლავთ. მისი მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებამ ცნობილი გაერთიანების G.O.O.D. Music კომპილაციური ალბომიდან Cruel Summer გაიცნო. ჰარლემელმა მომღერალმა 2014 და 2018 წლებში სტუდიური ნამუშევრები "VII" და K.T.S.E. გამოუშვა. 2020 წელს ტეილორმა მსმენელს მორიგი ალბომი The Album შესთავაზა. ამასთან, ტიანა ათზე მეტ მხატვრულ ფილმში მონაწილეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული