Thumbnail

Megan Thee Stallion პასუხობს ბრალდებას, თითქოს ყოფილ შეყვარებულს სცემა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ჰიუსტონელმა რეპერმა, მეგან პიტმა, ფსევდონიმით Megan Thee Stallion, ინსტაგრამზე ბრალდებას გამოეხმაურა, თითქოს თავის ყოფილ შეყვარებულზე, კალათბურთელ კარიმ იორკზე ფიზიკურად ძალადობდა. მუსიკოსს კომენტარის გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც იორკმა განაცხადა, რომ გოგონამ, რომელიც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, სცემა - თუმცა, ვინაობა მას არ დაუსახელებია.

Megan Thee Stallion-ის დაჭრის შემდეგ Tory Lanez-ის მოსმენები შემცირდა

Megan Thee Stallion-მა გაიხსენა, როგორ დაუმეგობრდა ბიონსეს

"პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ კარიმ იორკი ეწინააღმდეგება ქალთა მიმართ ძალადობას. ვიღაცები ჭორებს მივრცელებდნენ, თითქოს ამას მე ვაკეთებდი. თუმცა, მეტის მოთმენასა და გაჩუმებას აღარ ვაპირებ. ყველაფერი პირიქით იყო. ვინაობას არ გავამხელ, თუმცა, ერთ-ერთმა გოგონამ, რომელიც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო, ჩემზე ფიზიკურად იძალადა. ინტერნეტში კი ისე წარმოაჩინეს, თითქოს აქეთ ვცემე. არც კი ვიცი, იმ საღამოს რამდენჯერ დამარტყა, მისთვის ხელი ერთხელაც არ შემიბრუნებია. იარაღიც მომიშვირა და მემუქრებოდა, რომ მესროდა. რა უნდა მექნა, ფანჯრიდან გადავმხტარიყავი? მივხვდი, რომ ადამიანთან ტოქსიკურ ურთიერთობაში ყოფნაზე უარესი არაფერია. აქვე დავსძენ, რომ მე და მეგანი კარგი მეგობრები ვართ", - ამბობდა სთელიონის ყოფილი შეყვარებული.

გავრცელებულ ჭორებს ჰიპ ჰოპ არტისტმა ინსტაგრამზე პირდაპირ ჩართვაში უპასუხა:

"უკვე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყოველკვირა პრესკონფერენცია უნდა ვატარო. კომენტარის გაკეთება მიწევს, რადგანაც ძალიან არ მიყვარს, როდესაც ტყუილებს მაბრალებენ და ჩემზე ათასგვარ სიბინძურეს იგონებენ. ამიტომაც, იძულებული ვხდები, მათ პასუხი გავცე და ფაქტებით ვესაუბრო".

ამის შემდეგ სთელიონმა ყოფილ შეყვარებულთან ბოლო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც კარიმ იორკი ეუბნება: "ამათ საუბარს ყურადღებას ნუ მიაქცევ. შენ არ დამიდანაშაულებიხარ, სხვა ადამიანზე ვსაუბრობდი".

"ვიღაცები ცდილობენ, რომ ნარკოტიკების მოხმარებაშიც დამდონ ბრალი. კარიმი ჩემ შესახებ არ საუბრობდა, მას დაძაბული ურთიერთობა სხვა გოგონასთან აქვს. შეწყვიტეთ სიცრუის მოგონება, რადგან ყოველთვის ფაქტებს დაგიპირისპირებთ", - ამბობს მეგანი.

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. თუმცა, ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის მიქსტეიპით Fever გაიცნო. 2020 წლის მარტში მეგანმა გაყიდვაში კიდევ ერთი ჩანაწერი სახელწოდებით SUGA ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის სინგლმა Savage ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული