Thumbnail

ნახეთ: Cardi B სასამართლოში Offset-თან განქორწინებას ითხოვს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ ქმართან, რეპერ Offset-თან განქორწინების თაობაზე სასამართლოში განაცხადი შეიტანა. Hollywood Unlocked-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, 27 წლის მუსიკოსმა ჯორჯიის შტატში მდებარე ფულტონის ოლქის უმაღლეს სასამართლოს 15 სექტემბერს მიმართა. გამოცემა აგრეთვე წერს, რომ მხარეებს შორის დავის დაწყებაა მოსალოდნელი. საქმეზე პირველი მოსმენა 4 ნოემბერს არის ჩანიშნული.

Cardi B: გამომძიებელი დავიქირავე, რადგან ვიღაცამ ჩემი სახლის მისამართი გაასაჯაროვა

ნახეთ: Cardi B კლიპზე WAP მუშაობის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

Cardi B: კარიერაში მქონდა მომენტი, როცა თავი მკვდარი მეგონა

გამოცემა TMZ-ის ინფორმაციით, ქარდი 2 წლის შვილზე, ქალჩერზე მეურვეობის მოპოვებასა და ალიმენტის დანიშნვას ითხოვს, რომლის ოდენობაც ჯერჯერობით უცნობია. როგორც ჟურნალი People იუწყება, რეპერმა განქორწინების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დარწმუნდა, რომ ქმარი კვლავ ღალატობდა.

"შერიგების არანაირი შანსი არ არსებობს", - ციტირებს გამოცემა დოკუმენტში არსებულ ჩანაწერს.

ოფსეტსა და ქარდის ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა, ამ უკანასკნელმა ერთი დღით ადრე ინსტაგრამის სთორიში შემდეგი სიტყვები დაწერა:

"მას გულმა საბოლოოდ უკარნახა, რომ დროის ფლანგვა შეეწყვიტა. დროა".

ქარდიმ და ოფსეტმა 2017 წლის სექტემბერში იქორწინეს. მათ შარშან საერთო შვილი, ქალჩერი შეეძინათ. 2018 წლის დეკემბერში მუსიკოსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქმარს ღალატის გამო შორდებოდა. 2019 წლის თებერვალში წყვილი შერიგდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული