Thumbnail

ბრიტანელი გრაიმ შემსრულებელი, ტაირონ ფრემპტონი, ფსევდონიმით slowthai, ახალ კომპოზიციას Feel Away და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ჩანაწერში ცნობილი ლონდონელი მუსიკოსი, ჯეიმს ბლეიქი და ელექტრონული დუეტი Mount Kimbie მონაწილეობენ. ვიდეორგოლში ესპანელ მოდელსა და მსახიობს, მარინა ონტანაიას შეხვდებით, რომელიც ორი თვის წინ ლეგენდარული ჯგუფის The Rolling Stones ახალი კომპოზიციის ვიზუალურ ნამუშევარში Criss Cross გადაიღეს.

მოუსმინეთ: slowthai - MAGIC

ტაირონ ფრემპტონმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. 2017 წელს არტისტმა პირველი EP სახელწოდებით I WISH I KNEW გაავრცელა. თუმცა, ბრიტანელი მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის 17 მაისს გამოქვეყნებული სადებიუტო ალბომით Nothing Great About Britain გაიცნო, რომელმაც კრიტიკოსების აღიარება დაიმსახურა. მისი შემოქმედება გრაიმის, თრეფის, საუნდქლაუდ რეპისა და პანკ როკის სინთეზია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული