Thumbnail

სიმღერა, რომელიც TikTok-ის ყველაზე პოპულარულ ვიდეოშია გამოყენებული

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჩინური სოციალური ქსელის, TikTok-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ვიდეო ჰავაიში მცხოვრები ბელა პორჩის მიერ გავრცელებული რამდენიმეწამიანი კადრი გახდა, რომელშიც 19 წლის გოგონა ქალაქ ბლეკპულის გრაიმ სცენის წარმომადგენლის, Millie B-ის კომპოზიციას Soph Aspin Send ტუჩების მოძრაობით ჰყვება. 18 აგვისტოს გავრცელებულ პოსტს პლატფორმაზე უკვე 32 მილიონზე მეტი მოწონება აქვს დაგროვებული.

სიმღერაზე გადაღებული კლიპი Millie B-მ კი მიმდინარე წლის ზაფხულში გაავრცელა.

ბლეკპულ გრაიმი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც იუთუბის არხმა BG Media ვიდეოების განთავსება დაიწყო, რომლებშიც ბრიტანეთის ქალაქ ბლეკპულში მცხოვრები თინეიჯერები რეპავდნენ და ფრისტაილებს კითხულობდნენ. Little T-ის, Millie B-ის, Sophie Aspin-ის და სხვა ახალგაზრდა გრაიმ არტისტების ვიდეოებს პლატფორმაზე ათობით მილიონი ნახვა აქვს დაგროვებული. ბლეკპულის გრაიმ სცენის განვითარებას 2016 წელს გამოშვებულმა დოკუმენტურმა ნამუშევარმა Noisey Blackpool: The Controversial Rise of Blackpool Grime შეუწყო ხელი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული