Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, სუფიან სტივენსმა ახალი კომპოზიცია Sugar და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში The Ascension იქნება წარმოდგენილი, რომელიც 25 სექტემბერს გამოიცემა.

ნახეთ: Sufjan Stevens - Video Game

მოუსმინეთ: Sufjan Stevens - My Rajneesh

სუფიან სტივენსმა შემოქმედებითი კარიერა 1995 წელს დაიწყო. 1999-ში მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი A Sun Came გაავრცელა. სტივენსს კომერციული წარმატება 2005 წელს გამოცემულმა სტუდიურმა ჩანაწერმა Illinois მოუტანა. ნამუშევარში შესულმა სინგლმა Chicago ამერიკული გამოცემა Billboard-ის ერთ-ერთ ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

2017 წელს სტივენსმა რეჟისორ ლუკა გუადანინოს კინოსურათისთვის Call Me by Your Name ორი ტრეკი შექმნა. ერთ-ერთი მათგანი Mystery of Love რიგით 90-ე ოსკარის ცერემონიაზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მომდევნო წელს მუსიკოსი ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრად მიიღეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული