Thumbnail

Rico Nasty: ქალებმა არ უნდა ინერვიულონ იმაზე, თუ რას ფიქრობენ მათზე კაცები

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ნიუ იორკელმა ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მარია-სესილია სიმონე ქელიმ, ფსევდონიმით Rico Nasty, გამოცემა NME-სთან ინტერვიუში ისაუბრა, რა იყო პოპულარული რეპერების, Cardi B-სა და Megan Thee Stallion-ის ჰიტის WAP მთავარი სათქმელი და რა გავლენა უნდა მოახდინოს ამ ტრეკმა საზოგადოებაში ქალის აღქმაზე.

ნახეთ: Rico Nasty - IPHONE

ნახეთ: Kali Uchis - Aquí Yo Mando Ft. Rico Nasty

"ბიჭებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ არ შეუძლიათ, მიგვითითონ, რა ვაკეთოთ. მე საჯდომს ვიქნევ, შენ კი მიყურებ და ჩემს გადასახადებს ფარავ - ეს გზავნილი ძალიან მომწონს. დროა, ქალებმა შეწყვიტონ იმაზე ნერვიულობა, თუ რას ფიქრობენ მათზე კაცები. ჩვენც შეგვიძლია, ვიყოთ ენამწარეები - რაიმეზე ვთქვათ, რომ ნაგავია, როდესაც არ არის. უბრალოდ, გავერთოთ", - აღნიშნა მუსიკოსმა.

აღსანიშნავია, რომ ქარდისა და მეგანის ჰიტს საზოგადოების ნაწილში უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა. კრიტიკა დაიმსახურა როგორც კომპოზიციის სახელწოდებამ (Wet A*s P***y) და ტექსტმა, ისე, მასზე გადაღებულმა კლიპმა. თუმცა, ნამუშევარმა ქალთა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში წვლილის შეტანისთვის მუსიკის კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება მაინც მიიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული