ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა New Order, გერმანულ ბრენდ Adidas-თან თანამშრომლობით, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კაფსულა კოლექცია სახელწოდებით nwrdrSPZL წარადგინა. დიზაინერებისთვის სამოსის შექმნის ინსპირაციის წყარო ბენდის შემოქმედება და ესთეტიკა გახდა.
► მოუსმინეთ: New Order - Be a Rebel
კოლექტივს თანამშრომლობა Adidas Spezial-ის დამაარსებელმა, გარი ესპდენმა შესთავაზა. ახალი კოლექციის პრომო ვიდეო იუთუბზე უკვე გამოქვეყნდა.
იან კერტისის თვითმკვლელობიდან რამდენიმე თვეში, 1980 წლის ოქტომბერში Joy Division-ის წევრებმა ახალი ბენდი New Order შექმნეს. ფრონტმენის როლი გიტარისტმა, ბერნარდ სამნერმა მოირგო. 1981 წელს ჯგუფმა სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი Movement გაავრცელა. არსებობის პირველ ეტაპზე კოლექტივი Joy Division-ისა და კერტისის ჩრდილქვეშ იყო მოქცეული, თუმცა, ჟღერადობაში ელექტრონული და საცეკვაო მუსიკის ელემენტების შემოტანამ New Order-ს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბა და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ პროექტად აქცია.
კომენტარები