Thumbnail

ნახეთ: ცნობილი ჰევი მეტალ ჯგუფების წევრებმა Fleetwood Mac-ის სიმღერა დააქავერეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ჰევი მეტალ ჯგუფების Mastodon, Megadeth, Baroness, Lucifer და Mutoid Man წევრებმა ბრიტანულ-ამერიკული როკ ბენდის Fleetwood Mac კომპოზიციის You Make Loving Fun ქავერ ვერსია შეასრულეს.

ბრუკლინელი კომიკოსის, ჯორდან ოლდსის პროექტის Two Minutes To Late Night ფარგლებში ჩაწერილ ნამუშევარში Megadeth-ის ყოფილი გიტარისტი მარტი ფრიდმანი, Mastodon-ის გიტარისტი ბილ კელიჰერი, Baroness-ის ბასისტი ნიკ ჯოსტი, Mutoid Man-ის ფრონტმენი სტივენ ბროდსკი, Lucifer-ის ვოკალისტი იოჰანა სადონისი და გიტარისტი ნიკ ანდერსონი მონაწილეობენ.

You Make Loving Fun ბრიტანულ-ამერიკული ჯგუფის Fleetwood Mac-ის ვოკალისტმა, კრისტინ მაკვიმ 1976 წელს ჩაწერა. სინგლი კოლექტივის რიგით მეთერთმეტე ალბომში Rumours შედის, რომელიც გაყიდვაში 1977 წელს ჩაეშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული