Thumbnail

ნახეთ: დონალდ ტრამპის ყველა დროის ფავორიტი მუსიკალური ვიდეორგოლი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

თეთრი სახლის ყოფილმა პრესმდივანმა, სარა სენდერსმა წიგნი Speaking for Myself: Faith, Freedom, and the Fight of Our Lives Inside the Trump White House გამოსცა, რომელშიც 2017-19 წლებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდი გაიხსენა.

მუსიკოსები, რომლებმაც დონალდ ტრამპს თავიანთი სიმღერების გამოყენება აუკრძალეს

როგორც სარა წერს, ერთხელ ტრამპმა მასა და კომუნიკაციების მაშინდელ დირექტორ ჰოუპ ჰიკსს ოვალურ კაბინეტში ლეგენდარული ამერიკული როკ ჯგუფის, Guns N’ Roses-ის რიგით მესამე სტუდიურ ალბომში Use Your Illusion I შესულ კომპოზიციაზე November Rain გადაღებული კლიპი აყურებინა იმის დასამტკიცებლად, რომ ის ყველა დროის საუკეთესო მუსიკალური ვიდეორგოლი იყო.

"პრეზიდენტმა მე და ჰოუპს ოვალურ ოფისში ყოფნისას გვითხრა, რომ სურდა, Guns N’ Roses-ის კლასიკური კომპოზიცია November Rain მხარდამჭერებთან შეხვედრების ფლეილისტს დამატებოდა. მან გვითხრა, რომ ეს ყველა დროის საუკეთესო მუსიკალური ვიდეო იყო და ამის დასამტკიცებლად კლიპიც ჩაგვირთო - იმის მიუხედავად, რომ საწინააღმდეგო აზრი არ გამოგვითქვამს".

წიგნიდან ამონარიდი გამოცემა Bloomberg-ის კორესპონდენტმა, ჯენიფერ ჯეიკობსმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კომპოზიცია გასულ ხუთშაბათს მიჩიგანში, ტრამპისა და მისი ამომრჩევლების შეხვედრაზე გაჟღერდა.

აღსანიშნავია, რომ ბენდის ვოკალისტი, აქსლ როუზი ტრამპის პოლიტიკის აქტიური ოპონენტია. გაზეთი Newsweek ბენდს მათი ჰიტის უნებართვო გამოყენებასთან დაკავშირებით კომენტარის მისაღებად დაუკავშირდა, თუმცა, კოლექტივს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

November Rain ჯგუფმა 1992 წელს გამოუშვა. კომპოზიციამ, რომლის ქრონომეტრაჟიც 8 წუთი და 57 წამია, ბილბორდის ცხელ ასეულში მესამე პოზიცია დაიკავა და ამ ჩარტის ათეულში მოხვედრილი ყველაზე ხანგრძლივი ჩანაწერიც გახდა. მასზე გადაღებული კლიპი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მუსიკალურ ვიდეოდ ითვლება. ის აგრეთვე მეოცე საუკუნეში გამოსული პირველი ვიზუალური ნამუშევარია, რომელმაც იუთუბზე მილიარდი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული