Thumbnail

ლოს ანჯელესელი არენბი შემსრულებელი, მაეტა ჰოლი, სასცენო სახელით Maeta, ახალ კომპოზიციას Teen Scene და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ჩანაწერში კომპტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი სიმი სიმს მესამე, იგივე Buddy მონაწილეობს. სინგლის პროდიუსერი კანადელი მუსიკოსი, ქეითრანადა გახლავთ.

19 წლის მუსიკოსმა, მაეტა ჰოლმა შემოქმედებითი მოღვაწეობა პლატფორმა საუნდქლაუდზე გავრცელებული ტრეკებითა და ცნობილი მუსიკოსების ქავერებით დაიწყო. 2019 წელს არტისტმა სადებიუტო EP სახელწოდებით Do Not Disturb გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული