Thumbnail

ნახეთ: ტეკაშის ახალ ალბომს გაყიდვებით გარდაცვლილი რეპერების ნამუშევრებმა აჯობა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გამოცემა "ბილბორდმა" გასული კვირის ალბომების ჩარტის ტოპ ხუთეული გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩამონათვალის სათავეში, 103 000 ეგზემპლარით, დეტროიტელი რეპერის, ბიგ შონის რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევარი Detroit 2 მოექცა. პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ტეკაში სიქსნაინის ახალი ჩანაწერი TattleTales კი, 50 000 გაყიდული ასლით, მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ნახეთ: ალბომის წარუმატებლობის შემდეგ, ტეკაში სიქსნაინი ნამუშევარს ქუჩაში არიგებს

რეპერები Tekashi 6ix9ine-ის ახალი ალბომის შემცირებულ გაყიდვებს ეხმაურებიან

მოუსმინეთ: ტეკაში სიქსნაინმა ახალი ალბომი TattleTales გამოაქვეყნა

ბიგ შონის გარდა, სიქსნაინს გარდაცვლილი რეპერების, Pop Smoke-ისა და Juice Wrld-ის სიკვდილის შემდგომ გავრცელებულმა ალბომებმა აჯობა. ფოფ სმოუქის Shoot for the Stars, Aim for the Moon მიმდინარე წლის 3 ივლისს ჩაეშვა გაყიდვაში, ჯუსი ვორლდის Legends Never Die კი 10 ივლისს.

თავად ტეკაში თავისი ალბომის კომერციულ წარუმატებლობას "ბილბორდს" უკავშირებდა. მისი თქმით, გამოცემამ არ ჩაუთვალა პაკეტების, კერძოდ კი ნამუშევართან ერთად ბრენდირებული ნივთების გაყიდვები. ბრალდების პასუხად მედიაპლატფორმამ განაცხადა, რომ მაჩვენებელს არაფერი გამოკლებია.

სიქსნაინის სტუდიური ალბომი, რომლის სახელწოდებაც TattleTales თარგმანში ინფორმატორს ნიშნავს, 13 კომპოზიციას, მათ შორის სინგლებს GOOBA, TROLLZ, PUNANI და YAYA აერთიანებს. ტეკაშიმ ჩანაწერის ფარგლებში ითანამშრომლა კოლეგებთან: Akon, Smilez, Nicki Minaj, Leftside და Lil AK.

კომენტარები

ბოლოს დამატებული