Thumbnail

ნახატი, რომლის ხილვაც ბრაიან მეისთვის ემოციური აღმოჩნდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული Queen-ის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ ინსტაგრამზე თავისი თაყვანისმცემლების მიერ შექმნილი გრაფიკული ნამუშევრები გაავრცელა. ორ მათგანში მასთან ერთად ფრედი მერკურიც ჩანს. 73 წლის მუსიკოსმა ნახატების ავტორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით ემოციური იმ ნამუშევრის ხილვა იყო, რომელშიც გარდაცვლილი ფრედი ანგელოზის ფრთებითაა გამოსახული.

ნახეთ: ბრაიან მეიმ ცნობილ გიტარისტებთან ერთად Bohemian Rhapsody შეასრულა

ბრაიან მეი: ფრედის ჩემი დაწერილი კომპოზიციები სულ სხვა დონეზე აჰყავდა

"დიდი პატივი და პრივილეგიაა, ვიყო ამ ნახატების შთაგონების წყარო. ჩემზე განსაკუთრებულად პირველმა იმოქმედა, რომლის ავტორმა, ვერონიკამ ფრედი ანგელოზად დახატა, მე კი ახალგაზრდობაში იმ საქმის კეთებისას, რომელსაც დღემდე ვემსახურები - ყოველ შემთხვევაში, ვემსახურებოდი მანამ, სანამ COVID-19 კაცობრიობას მუხლებზე დაგვცემდა. ძალიან მომწონს ყველა ნაშრომი. როგორი იღბლიანი ვარ, რომ არტისტების თვალით დანახული საკუთარი თავის შეფასების საშუალება მაქვს. ყველას ძალიან დიდი მადლობა", - დაწერა მუსიკოსმა კოლაჟის აღწერაში.

ბრაიან მეიმ შემოქმედებითი კარიერა 1965 წელს დაიწყო. 1970 წელს ფრედი მერკურისთან და როჯერ ტეილორთან ერთად (1971-დან მათ ჯონ დიკონი დაემატათ), მეიმ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული როკ ჯგუფი Queen ჩამოაყალიბა. მუსიკოსი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: We Will Rock You, The Show Must Go On, Hammer to Fall და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული