Thumbnail

მოუსმინეთ: ედი ვედერი ახალ კომპოზიციას Cartography ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი გრანჟ ბენდის, Pearl Jam-ის ვოკალისტი, ედი ვედერი ახალ კომპოზიციას Cartography ავრცელებს. სინგლი ამერიკელი პოლიტიკოსის, რობერტ ფრენსის კენედის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Return to Mount Kennedy საუნდტრეკი იქნება.

ამის გარდა, ვედერი ნამუშევრის რემიქს ვერსიას ავრცელებს, რომლის ავტორიც Yeah Yeah Yeahs-ის წევრი, ნიკ ზინერი გახლავთ.

ამერიკელი მუსიკოსი და მულტიინსტუმენტალისტი, ედი ვედერი 1990 წელს ჩამოყალიბებული ცნობილი გრანჟ ბენდის, Pearl Jam-ის ფრონტმენია. კოლექტივს დღემდე 11 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. 2017 წელს ვედერი ჯგუფთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

2007 წელს ედიმ სადებიუტო სოლო ალბომი გამოუშვა, რომელიც ფილმის Into The Wild საუნდტრეკებს აერთიანებს. ჩანაწერში შესულმა კომპოზიციამ Guaranteed მუსიკოსს 2008 წელს ოქროს გლობუსი მოუტანა. 2011 წელს არტისტის მეორე ალბომი Ukulele Songs გავრცელდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული