Thumbnail

ლუიზიანელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, შანტე ფრანკლინმა, ფსევდონიმით Currensy, კომპოზიციაზე Mugello Red გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სამხრეთელი ანდერგრაუნდ შემსრულებლის ჩანაწერში მისი ცნობილი მაიამელი კოლეგა, რიქ როსი მონაწილეობს, რომელმაც ქარენსისთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა. ტრეკის პროდიუსერი ნიუ იორკელი მუსიკოსი Harry Fraud გახლავთ. სინგლი შანტე ფრანკლინისა და ჰარი ფრაუდის კოლაბორაციულ ალბომში The OutRunners არის წარმოდგენილი.

მოუსმინეთ: Currensy ალბომს The OutRunners ავრცელებს

ნახეთ: Currensy კლიპს Cutlass Cathedrals ავრცელებს

ნახეთ: Currensy ვიდეორგოლს Decisions ავრცელებს

ქარენსიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. ის ლილ უეინის მიერ დაარსებული ლეიბლის Young Money Entertainment ერთ-ერთი პირველი წევრი იყო. არტისტს ამ დრომდე 9 სოლო ალბომი აქვს გამოშვებული. 2018 წელს მან ცნობილ რეპერ ფრედი გიბსთან და ჟანრის გამორჩეულ პროდიუსერ ალქემისთთან ერთად კოლაბორაციული ჩანაწერი Fetti გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული