Thumbnail

ბრიტანული ჯგუფი Porridge Radio ახალ კომპოზიციას 7 Seconds ავრცელებს. სინგლის პროდიუსერი ცნობილი იტალიელი მუსიკოსი, მარტა სალონი გახლავთ. ეს პირველი ჩანაწერია, რომელიც კოლექტივმა რიგით მეორე ალბომის Every Bad გამოცემის შემდეგ გამოაქვეყნა.

ნახეთ: Porridge Radio - Circling

Porridge Radio ინგლისის ქალაქ ბრაიტონში 2015 წელს შეიქმნა. ერთ წელიწადში მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Rice, Pasta and Other Fillers გაავრცელეს. 2020 წელს კი კოლექტივმა კიდევ ერთი სტუდიური ჩანაწერი Every Bad გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული