Thumbnail

ავსტრალიურმა ჯგუფმა The Avalanches ვიზუალურ ნამუშევრებთან ერთად ახალი კომპოზიციები Music Makes Me High და Take Care in Your Dreaming გაავრცელა. ბოლო მათგანში ცნობილი მუსიკოსები Sampa The Great, Tricky და დენზელ კარი მონაწილეობენ. სინგლები ბენდის მომავალ ალბომში We Will Always Love You იქნება წარმოდგენილი, რომელიც 11 დეკემბერს გამოიცემა.

ნახეთ: The Avalanches-მა კომპოზიციაზე Wherever You Go გადაღებული კლიპი გაავრცელა

მოუსმინეთ: The Avalanches-მა ჯგუფ DMA's-ის ტრეკის Criminals რემიქსი გაავრცელა

The Avalanches ავსტრალიის დედაქალაქ მელბურნში 1997 წელს შეიქმნა. 2000 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Since I Left You გაავრცელა. 16-წლიანი პაუზის შემდეგ კი მუსიკოსები მსმენელებს რიგით მეორე ალბომით Wildflower დაუბრუნდნენ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული