Thumbnail

ახალგაზრდა ალაბამელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ნიკოლას ალექსანდერ სიმონსმა, ფსევდონიმით YBN Nahmir, ახალი კომპოზიცია Pop Like This გამოაქვეყნა. ნიკოლასის ჩანაწერში მისი ვეტერანი მემფისელი კოლეგა Yo Gotti მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერები TNB Beatz და Hitmaka არიან.

ნახეთ: Yo Gotti - Stay Ur Distance

ნიკოლასმა მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2017 წლის კომპოზიციით Rubbin Off The Paint გაიცნო. ჩანაწერი, რომელიც ბილბორდის ცხელ ასელში 46-ე პოზიციაზე გავიდა, დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია. ახალგაზრდა შემსრულებლის დისკოგრაფიაში 3 მიქსტეიპი ერთიანდება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული