Thumbnail

რაში დახარჯა BTS-ის არემმა $85 000 საკუთარ დაბადების დღეზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრ კიმ ნამ-ჯუნს, იგივე არემს 12 სექტემბერს 26 წელი შეუსრულდა. დაბადების დღის აღსანიშნავად მუსიკოსმა სეულში მდებარე თანამედროვე ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს 100 მილიონი ვონი ($84 567) გადაურიცხა. როგორც გამოცემა Soompi წერს, თანხა ხელოვნებასთან დაკავშირებული იმ წიგნების ხელახლა გამოცემას მოხმარდება, რომლებიც აღარ იბეჭდება, ან დაბალი ტირაჟით გამოდის.

BTS-ის არემი: შიშის მომგვრელია იმაზე ფიქრი, რომ ასეთი იქნება კონცერტების მომავალი

BTS-ის შუგა კოლექტივის წევრებზე: არემი ჯონგუქს სულ პატარა ბავშვად აღიქვამს

სახელოვნებო ლიტერატურა სამხრეთ კორეის 400 დასახლებული პუნქტის სკოლებში გადანაწილდება და მუზეუმის მაღაზიებშიც გაიყიდება.

"არემი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად მუდმივად სტუმრობს ჩვენს მუზეუმს და ხელოვნებისადმი ინტერესს ავლენს. მასთან ერთად ბევრს ვიმუშავებთ, რომ არტ ლიტერატურის კითხვის პრაქტიკა უფრო პოპულარული გავხადოთ", - განაცხადა დაწესებულების დირექტორმა, იუნ ბუმ მომ.

ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არემმა ახლახან მხატვარ ჯონ იან ჯუს ნამუშევარი Disappearing Hometown 730 შეიძინა 42 000 დოლარად. ტილო KIAF-ის ვირტუალურ გამოფენასა და გალერეაში Sun Gallery იქნება წარმოდგენილი, რის შემდეგაც არტისტის მფლობელობაში გადავა.

Disappearing Hometown 730

აღსანიშნავია, რომ არემი თაყვანისმცემლებს ხშირად უზიარებს მუზეუმებსა თუ სხვა სახელოვნებო სივრცეებში გადაღებულ ფოტოებს.

რეპერმა და პროდიუსერმა, კიმ ნამ-ჯუნმა, სასცენო სახელით RM, მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. მან განსაკუთრებული პოპულარობა ჯგუფ BTS-ში მოღვაწეობით მოიპოვა. არემმა ბენდისთვის არაერთი ცნობილი სიმღერა, მათ შორის Spring Day და Fake Love დაწერა. როგორც სოლო არტისტს, მას ორი მიქსტეიპი RM და Mono აქვს გამოშვებული. მუსიკოსს უთანამშრომლია ისეთ არტისტებთან და ჯგუფებთან, როგორებიც არიან: Lil Nas X, Wale, Krizz Kaliko, Fall Out Boy და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული