Thumbnail

ქართული ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ნიკ გრინის იუთუბის არხზე კომპოზიცია Bla Bla Bla გავრცელდა. ახალ ტრეკში გრინთან ერთად პოპულარული რეპერი, ზაზა ნოზაძე და მათი ახალბედა კოლეგა, ტაჰა მონაწილეობენ. ჩანაწერის პროდიუსერი თავად ნიკი გახლავთ.

ნახეთ: Nick Green - მანახე შენი

მოუსმინეთ: Sf-x - ჩემი მეზობელი

მოუსმინეთ: TAHA - ღირდა

ნიკ გრინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში პროდიუსერის რანგში დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით მან მსმენელს, ინსტრუმენტალებთან ერთად, საკუთარი რეჩიტატივებიც შესთავაზა. 2019 წელს არტისტმა სადებიუტო EP სახელწოდებით "500" გაავრცელა. გრინი ყველაზე ხშირად მის კოლეგასთან, რას გრინთან თანამშრომლობს. მათი პოპულარული ტრეკებია "ტორუკ მაკტო", "ლამპიონი", XXXII და სხვა.

ზაზა ნოზაძემაც შემოქმედებითი კარიერა 2010-იან წლებში დაიწყო. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მუსიკოსი ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში "ქსელი 56" მოღვაწეობით გახდა. 2018 წლის დეკემბერში რეპერმა სადებიუტო ალბომი "თბილისიდან" გაავრცელა. 2020 წლის ივლისში შემსრულებელმა მსმენელს მეორე სტუდიური ნამუშევარი "შეცვალე სამყარო" შესთავაზა.

გიორგი ახალბედა მუსიკოსია, რომლის შემოქმედებაც ჰიპ ჰოპის, მეტალისა და თრეფ მუსიკის ელემენტების სინთეზია. ტაჰამ სახელი ვიდეოჟურნალის FlowFlow ცნობილ პროექტში PVP Battle მონაწილეობით გაითქვა და მეორე სეზონის გამარჯვებულიც გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული