Thumbnail

ნახეთ: ბიონსეს დიზაინით შექმნილმა სპორტულმა ფეხსაცმელმა კრიტიკა დაიმსახურა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბიონსემ კომპანია Adidas-თან თანამშრომლობით ახალი სპორტული ფეხსაცმელი Superstar Platform გამოუშვა. ფეხსაცმელი, რომელიც ბრენდის ხაზის Superstar 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა, გაყიდვაში 18 სექტემბერს ჩაეშვება და მისი ღირებულება 200 აშშ დოლარს შეადგენს.

Beyoncé შვილის, ბლუ აივის მონაწილეობით სიმღერის Brown Skin Girl კლიპს ავრცელებს

პლასტიკური ქირურგი აფასებს, რა პროცედურები აქვს ჩატარებული ბიონსეს

ფეხსაცმლის დიზაინს საზოგადოების ნაწილის მხრიდან ტვიტერზე კრიტიკა მოჰყვა:

"Adidas-ის წარმომადგენლებო, გულწრფელად მითხარით, ყველა დასხედით და შეთანხმდით, რომ ეს ფეხსაცმელი კარგია?".

"თვალებიდან სისხლი მდის".

"ყველა აძაგებს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ამოიყიდება ქანიე ვესთის Yeezy-ვით".

ბიონსე ნოულს-კარტერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. 24 გრემის მფლობელ არტისტს 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Single Ladies, Crazy In Love, Irreplaceable და Formation მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული