Thumbnail

ნახეთ: ჟესტების ენაზე შესრულებულმა ჰიტმა WAP ინტერნეტში პოპულარობა მოიპოვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

იუთუბის არხზე The Daily Sign პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტების, Cardi B-ისა და Megan Thee Stallion-ის ერთობლივი კომპოზიციის WAP ჟესტების ენაზე შესრულებული ვერსია გავრცელდა. ოჰაიოში მცხოვრები ლიბი ქეტერერის პერფორმანსს პლატფორმაზე ამ დროისთვის 1 500 000-ზე მეტი ნახვა აქვს დაგროვებული.

ნახეთ: Cardi B კლიპზე WAP მუშაობის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

Cardi B ჰიტთან WAP დაკავშირებულ კრიტიკას ეხმაურება

ეს WAP-ის ჟესტურ ენაზე შესრულების პირველი შემთხვევა არ არის. ტვიტერზე გავრცელებული ვიდეოებიდან რამდენიმე ქარდიმაც გააზიარა.

ქარდიმ და და მეგანმა პირველი ერთობლივი კოლაბორაციული კომპოზიცია WAP და მასზე გადაღებული კლიპი 7 აგვისტოს გაავრცელეს. ნამუშევარმა ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა. ტრეკი ქარდის მომავალ, რიგით მეორე სტუდიურ ალბომში Tiger Woods იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოშვების თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული