Thumbnail

ამერიკულმა ინდი პოპ ჯგუფმა Slow Pulp ახალი კომპოზიცია At It Again და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი კოლექტივის მომავალ ალბომში Moveys შევა, რომელიც 9 ოქტომბერს გამოიცემა.

ნახეთ: Slow Pulp - Falling Apart

Slow Pulp შტატ ვისკონსინის ქალაქ მედისონში ჩამოყალიბდა. კოლექტივი საკუთარ მუსიკას დრიმ პანკად ახასიათებს, რაც პანკის, პოპისა და ფსიქოდელიის ნაზავია. 2015 წლის შემდეგ ბენდმა სამი მინი ალბომი გაავრცელა. პირველ სრულმეტრაჟიან სტუდიურ ჩანაწერზე კი ახლა მუშაობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული