Thumbnail

ჰიპ ჰოპ არტისტი ლაშა აბრამიძე, ფსევდონიმით Cas, მსმენელს ახალი კომპოზიციით "მაგიჟებს" და მასზე გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. ჩანაწერი, რომლის პროდიუსერიც თავად ლაშა გახლავთ, დენსჰოლის ელემენტებს შეიცავს. ტრეკი სტუდიაში Ghost Records ჩაიწერა. კლიპის რეჟისორი კასის კოლეგა, ზაზა ნოზაძეა.

მოუსმინეთ: Cas - Cancer

მოუსმინეთ: Cas - მე ვარ მე

მოუსმინეთ: Cas - ვაკეთებ Ft. Sf-x & Kriss

ლაშამ მუსიკალური კარიერა ინგლისურენოვან როკ ბენდში Duality დაიწყო. არტისტი ჯგუფში 2003-07 წლებში მოღვაწეობდა. მოგვიანებით მუსიკოსმა ძალები სხვა ჟანრშიც მოსინჯა და ჰიპ ჰოპ მუსიკის შექმნას შეუდგა. მისი პირველი ოფიციალური ტრეკი "ჩემი ნება რომ იყოს" 2016 წელს გამოიცა. რეპერის პოპულარული კომპოზიციებია "მე მინდა მეტი", "ზომბი ვარ", "ნეტა ვინ" და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული