Thumbnail

ნახეთ: ალიშა ქისმა NFL-ის გახსნაზე ახალი სიმღერა Love Looks Better შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა არენბი შემსრულებელმა, ალიშა ქისმა ამერიკული საფეხბურთო ლიგის (NFL) გახსნის ონლაინ ცერემონიაზე ახალი კომპოზიცია Love Looks Better შეასრულა. სინგლი მუსიკოსის მომავალ ალბომში ALICIA იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 18 სექტემბერს ჩაეშვება.

ნახეთ: Alicia Keys - So Done Ft. Khalid

მოუსმინეთ: Alicia Keys - Perfect Way to Die

მომღერალმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის 2001 წელს სადებიუტო ალბომით Songs in A Minor გაიცნო. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Fallin' გახლავთ. 15 გრემის მფლობელმა შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში 65 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. გამოცემა Time-მა ქისი 2005 და 2017 წელს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული