Thumbnail

Tekashi 6ix9ine იხსენებს, როგორ ატარებდა დროს ციხეში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულ ჰიპ ჰოპ არტისტ ტეკაში სიქსნაინს ამერიკელი იუთუბერის, ლოგან პოლის პოდკასტში Impaulsive სტუმრობისას ციხეში გატარებული პირველი დღის გახსენება სთხოვეს. როგორც მუსიკოსმა გაიხსენა, საკანში დროის გასაყვანად მას iPad მისცეს, რომლის საშუალებითაც ამერიკელი რეჟისორის, პიტერ ბერგის მძაფრსიუჟეტიან დრამას Lone Survivor უყურა. ტეკაშიმ გაიხუმრა, რომ სწორედ ამ ფილმის ნახვისას გადაწყვიტა, კრიმინალური დაჯგუფების Nine Trey Bloods წევრები მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებში ემხილა.

Tekashi 6ix9ine: ციხეში ყოფნისას თვითმკვლელობაზე დავფიქრდი

6ix9ine: იყო დრო, მაგიდებს ვწმენდდი, ჭურჭელს ვრეცხავდი, კურიერად ვმუშაობდი

"საკანში 06:00 საათზე შემიყვანეს. იმ ღამეს ფილმს ვუყურე. "აიპედი" მომცეს, მე კი Lone Survivor ჩავრთე და მაშინ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად უნდა მეთანამშრომლა გამოძიებასთან", - თქვა მან.

მას შემდეგ, რაც არტისტმა აღნიშნა, რომ ციხეში არც მედიტაციით იყო დაკავებული, არც წიგნებს კითხულობდა და დროის უმეტეს ნაწილს ტელეფონთან ატარებდა, წამყვანები დაინტერესდნენ, ხომ არ სარგებლობდა ვარსკვლავური პრივილეგიებით, რაზეც მან უპასუხა:

"არა, საერთოდ არა. იქ ყველა ისეთი პატიმარი იყო, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობდა. სმარტფონთან კი არ ვატარებდი დროს, პატიმრებისთვის განკუთვნილი ტელეფონით ვესაუბრებოდი ჩემს შეყვარებულს. რაც შეეხება ვიზიტებს, სულ ორჯერ იყო ასეთი შემთხვევა".

არტისტს მძიმე დანაშაულების ჩადენის, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულებსა და რეკეტში მონაწილეობის გამო 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც სასჯელის შესამსუბუქებლად 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა, სასამართლომ რეპერს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, საიდანაც ბოლო 4 თვე სახლში გაატარა. მუსიკოსს შინაპატიმრობის ვადა 1 აგვისტოს ამოეწურა.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული