Thumbnail

ფოტოგალერეა: რიანა ლონდონში მდებარე სახლს $41 მილიონად ყიდის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ბარბადოსელი მომღერალი, რიანა ლონდონში მდებარე სახლს, რომელშიც 2019 წელს აშშ-დან დიდ ბრიტანეთში გადასვლის შემდეგ ცხოვრობდა, 41 მილიონ დოლარად ყიდის. წმინდა სენტ ჯონსის ისტორიულ რაიონში მდებარე შენობის მომავალი მფლობელის საკუთრებაში გადავა თავად რირის გემოვნებით შერჩეული ავეჯიც. ამასთან, მყიდველი ლეგენდარული მუსიკოსის, პოლ მაკკარტნის და მსახიობ ემა უოტსონის მეზობელიც გახდება.

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა მაიამი ბიჩზე 40 მილიონ დოლარად სახლი იყიდა

ნახეთ: მაილი საირუსმა 5 მილიონ დოლარად კალიფორნიაში სახლი იყიდა

სახლის ორი სართული მთლიანად გასართობ სივრცეებს ეთმობა, ნაგებობაში ასევე არის ლიფტი, სამუშო კაბინეტი, სავარჯიშო ოთახი, დიდი სამზარეულო და 8 საძინებელი - ერთ-ერთ მათგანს ინდივიდუალური მისაღები, გარდერობი, აბაზანა და ინფრაწითელი საუნა აქვს. რირის საკუთრებაშია აგრეთვე გამწვანებული ეზო.

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. ახალი რეგეი ალბომი ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა გაევრცელებინა, თუმცა, ნამუშევარმა დღის სინათლე აქამდე ვერ იხილა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული