Thumbnail

ნახეთ: BTS-მა NBC-ის გადაცემაში Today Show ორი კომპოზიცია შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS ტელეკომპანია NBC-ის გადაცემაში Today Show კომპოზიციები Dynamite და Anpanman შეასრულა. პერფორმანსი ამერიკული სატელევიზიო შოუს სესიების Citi Music Series ფარგლებში შედგა. კოლექტივმა გამოსვლა ქალაქ სეულში ჩაწერა.

ნახეთ: BTS კომერციულ ვიდეორგოლს IONIQ: I’m On It ავრცელებს

BTS პირველი კორეული ბენდია, რომელიც Billboard Hot 100-ის სათავეში მოხვდა

Dynamite, რომელიც ზედიზედ მეორე კვირაა, ბილბორდის ჩარტში პირველ პოზიციას იკავებს, "ბითიესის" მომავალი, ჯერჯერობით უსათაურო სტუდიური ჩანაწერის სინგლია.

Anpanman კი 2018 წელს გამოშვებულ ალბომში Love Yourself: Tear არის წარმოდგენილი.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. ეს კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200, Billboard Artist 100 და Billboard Hot 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, BTS გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს კი ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული