Thumbnail

მოუსმინეთ: მერილინ მენსონმა ახალი ალბომი We Are Chaos გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მერილინ მენსონმა ახალი, რიგით მე-11 ალბომი We Are Chaos გაავრცელა. სტუდიურ ჩანაწერში სულ 10 კომპოზიციაა წარმოდგენილი. ნამუშევრის პროდიუსერი Shooter Jennings გახლავთ.

ბრაიან უორნერმა მუსიკალური კარიერა 1989 წელს დაიწყო. მისი ფსევდონიმი Marilyn Manson ამერიკელი მსახიობის მერილინ მონროს სახელისა და ცნობილი დამნაშავის, ჩარლზ მენსონის გვარის კომბინაციაა. სკანდალური იმიჯით გამორჩეულმა მუსიკოსმა წარმატებას მეორე სტუდიური ნამუშევრის Antichrist Superstar გამოსვლის შემდეგ მიაღწია. არტისტის 3 ალბომს პლატინის სტატუსი აქვს მოპოვებული. მისი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია The Beautiful People და ინგლისური ბენდების Depeche Mode და Eurythmics ქავერები Sweet Dreams და Personal Jesus.

კომენტარები

ბოლოს დამატებული