ამერიკელი პროდიუსერი Marshmello და პოპვარსკვლავი, დემი ლოვატო ახალ კომპოზიციას OK Not To Be OK და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. მუსიკოსებმა ვიდეორგოლი არასამთავრობო ორგანიზაცია Hope for the Day-სთან თანამშრომლობით გადაიღეს. ნამუშევარი სუიციდის პრევენციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
► მოუსმინეთ: Juice WRLD - Come & Go Ft. Marshmello
► დემი ლოვატო: სელენა გომესთან აღარ ვმეგობრობ
კრისტოფერ ქომსთოქმა, ფსევდონიმით Marshmello, მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. ის თავდაპირველად სხვადასხვა ცნობილ კომპოზიციას არემიქსებდა. არაერთი ჰიტის ავტორს ამ დრომდე 3 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. 2018 წელს MTV EMA-ზე მარშმელოუმ წლის საუკეთესო ელექტრონული არტისტის სტატუსი დაიმსახურა.
კომენტარები