Thumbnail

ალა პუგაჩოვა და ნიაზ დიასამიძე - დემნა გვასალიამ ფლეილისტი გამოაქვეყნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ, პლატფორმა Apple Music-თან თანამშრომლობით, ფლეილისტი სახელწოდებით Hello, My Name Is Demna შეადგინა. ქართველმა დიზაინერმა 175 კომპოზიციას მოუყარა თავი, მათ შორისაა სიმღერები ისეთი არტისტების შესრულებით, როგორებიც არიან: რუსული ესტრადის ვარსკვლავი ალა პუგაჩოვა, ბენდები Агата Кристи, Кино, Мумий Тролль, ქართველი მუსიკოსის, ნიაზ დიასამიძის ჯგუფი "33ა", "ბალენსიაგას" ახალი სახე, ჰიპ ჰოპ არტისტი Cardi B, დიზაინერის შეყვარებული ლოიკ გომესი, ფსევდონიმით BFRND, რომელიც მოდის სახლის ჩვენებებს მუსიკალურად აფორმებს და სხვები.

ბარაკ ობამამ 2020 წლის ზაფხულის ფლეილისტი გამოაქვეყნა

აღსანიშნავია, რომ Apple Music-ზე შექმნილ დემნას არხზე დიზაინერის საყვარელი მუსიკოსებისა და სხვა ცნობილი ადამიანების ფლეილისტებიც გავრცელდება.

"პირველ ფლეილისტში ჩემი საყვარელი მუსიკაა თავმოყრილი. შემდგომში ჩემი ფავორიტი არტისტების, ჯგუფებისა თუ პერსონების მიერ შედგენილი სიებიც გავრცელდება, რომლებიც მათ გემოვნებას წარმოაჩენს", - აღნიშნა დემნამ ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში.

გვასალიასა და Apple Music-ის თანამშრომლობის ფარგლებში "ბალენსიაგას" ვებგვერდზე შეზღუდული რაოდენობით გამოშვებული მაისურები და ჰუდებიც იყიდება წარწერით Hello, My Name Is Demna. ტანსაცმლის ღირებულება 550-დან 995 დოლარამდე მერყეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული