Thumbnail

ნახეთ: ჯეიმს ბლეიქი ფრენკ ოუშენის ტრეკის Godspeed ქავერ ვერსიას ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ინგლისელმა მუსიკოსმა, ჯეიმს ბლეიქმა ვიდეორგოლთან ერთად პოპულარული ალტერნატიული არენბი შემსრულებელის, ფრენკ ოუშენის კომპოზიციის Godspeed ქავერ ვერსია გაავრცელა. ბლეიქმა ეს ტრეკი პირველად სამი წლის წინ შტატ არიზონაში გამართულ კონცერტზე შეასრულა.

მოუსმინეთ: James Blake - Are You Even Real?

ნახეთ: ჯეიმს ბლეიქმა Nirvana-ს კომპოზიცია Come As You Are შეასრულა

Godspeed ფრენკ ოუშენმა 2016 წელს გაავრცელა. სინგლი კალიფორნიელი მუსიკოსის რიგით მეორე ალბომში Blonde შედის.

ჯეიმს ბლეიკმა მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ისეთ ცნობილ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: ქენდრიქ ლამარი, ბიონსე, ფრენკ ოუშენი, ტრევის სკოტი და სხვები. 2013 წელს მისმა მეორე სტუდიურმა ალბომმა Overgrown მერკურის პრიზი მოიგო. ბოლო სტუდიური ჩანაწერი Assume Form საუკეთესო ალტერნატიული ალბომის კატეგორიაში გრემიზე იყო წარდგენილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული