Thumbnail

3 გრემის მფლობელი სამხრეთელი ჰიპ ჰოპ არტისტი, კლიფორდ ჰარის უმცროსი, ფსევდონიმით T.I., მსმენელს ახალი კომპოზიციით Ring დაუბრუნდა. ვეტერანი რეპერის ჩანაწერში მისი ახალგაზრდა კოლეგა Young Thug მონაწილეობს, რომელმაც კლიფორდთან წარსულშიც არაერთ წარმატებულ ტრეკზე, მათ შორის ჰიტზე About The Money ითანამშრომლა.

მოუსმინეთ: T.I. - Sabotage

T.I.: ნიკი მინაჟი ტოპ 50 რეპერს შორის ყოფნას არ იმსახურებს

ნახეთ: T.I. და Young Thug კლიპს The Weekend ავრცელებენ

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2003 წელს გავრცელებული პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Trap Muzik გახდა. 2000-10 წლებში კლიფორდი კოლეგებთან, გუჩი მეინთან და იანგ ჯიზისთან ერთად ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის აქტიურ პოპულარიზაციას ეწეოდა. ამჟამად თიაი ლეიბლის Grand Hustle Records მფლობელია, რომელშიც 10-ზე მეტი არტისტი წევრიანდება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული