Thumbnail

ბუფალოელი ემსი განაგრძობს მომავალი ალბომის From King To A GOD პრომოუშენს და მსმენელს მორიგ კომპოზიციას Seen Everything But Jesus სთავაზობს. ნიუ იორკელი რეპერის ჩანაწერში მისი ინდიანელი კოლეგა, ფრედი გიბსი მონაწილეობს, რომელმაც გაერთიანება "გრიზელდას" წევრთან წარსულშიც ითანამშრომლა. ტრეკის პროდიუსერი ამავე კოლექტივთან აფილირებული მუსიკოსი Beat Butcha გახლავთ. ქანვეის სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 11 სექტემბერს ჩაეშვება.

ნახეთ: Conway და Method Man კლიპში Lemon

ნახეთ: MC Eiht, Conway და DJ Premier ახალ ვიდეოს Honcho ავრცელებენ

ნახეთ: Freddie Gibbs, The Alchemist და Benny The Butcher კლიპში Frank Lucas

ქანვეი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. ამავე წელს მან საკუთარ ძმასთან, ვესთსაიდ განთან ერთად ნიუ იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში გაერთიანება Griselda Records ჩამოაყალიბა. 2012 წელს რეპერი თავისა და ყელის არეში დაჭრეს, რამაც მის მეტყველების უნარს კვალი დაატყო. თუმცა, შემთხვევა ქანვეიმ სათავისოდ გამოიყენა და დღეს ის ერთ-ერთი გამორჩეული ფლოუს ავტორია. 2017 წელს შემსრულებელი ლეგენდარული ემინემის მიერ დაარსებული ლეიბლის წევრი Shady Records გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული