Thumbnail

Lil Xan: მომწონს, რასაც ტეკაში აკეთებს, სიამოვნებით ვითანამშრომლებდი მასთან

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

24 წლის კალიფორნიელ რეპერს, ფსევდონიმით Lil Xan-ს გამოცემა TooFab-თან ინტერვიუში ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს ჰიპ ჰოპ არტისტ Tekashi 6ix9ine-თან თანამშრომლობაზე. ლილ ქსანმა ტეკაში შეაქო და მასთან მუშაობის სურვილიც გამოთქვა.

Lil Xan: ტაბლეტებზე დამოკიდებულებას ვებრძვი

"მომწონს, რასაც ტეკაში აკეთებს. ვიცი, რომ ბევრი ადამიანისგან გრძნობს ზიზღს, თუმცა, ის ძალიან წარმატებულია და მე არ ვარ ის პიროვნება, რომელსაც წარმატება სძულს. ვიცი, ბევრი ისეთი რამ გააკეთა, რაც ადამიანების ნაწილს დიდად არ მოსწონს. თუმცა, მე მათი გაგების არ ვარ. ქუჩა ჩემთვის უცხოა, არც რომელიმე კრიმინალური დაჯგუფების წევრი ვარ. მე წარმატების დანახვა შემიძლია და ტეკაში ნამდვილად ყველაფერს კარგად აკეთებს. სიამოვნებით ვითანამშრომლებდი მასთან", - ამბობს ქსანი.

ამასთან, მუსიკოსმა, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში განაცხადა, რომ მისი ახალი ფსევდონიმი "დიეგო" იქნებოდა, აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ძველ სასცენო სახელს შეინარჩუნებს.

"შესაძლოა, სამომავლოდ მართლაც შევიცვალო ფსევდონიმი. ამაზე არაერთხელ მიფიქრია. თუმცა, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მაინტერესებს, თუ რამდენის მიღწევა შეუძლია ლილ ქსანს", - ამბობს რეპერი.

ნიკოლას დიეგო ლიანოსმა მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მას განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Betrayed მოუტანა, რომელმაც პლატინის სტატუსი მოიპოვა. მუსიკოსს ამ დროისთვის ერთი სტუდიური ალბომი Total Xanarchy აქვს გამოცემული. კარიერის განმავლობაში მას ისეთ არტისტებთან უმუშავია, როგორებიც არიან: Diplo, 2 Chainz, Charli XCX და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული