Thumbnail

Cardi B: გამომძიებელი დავიქირავე, რადგან ვიღაცამ ჩემი სახლის მისამართი გაასაჯაროვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულ ჰიპ ჰოპ არტისტ ქარდი ბის კერძო დეტექტივის დაქირავება მას შემდეგ მოუხდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ინტერნეტში მისი სახლის მისამართი გაასაჯაროვა. როგორც რეპერმა ინსტაგრამზე პირდაპირი ჩართვისას აღნიშნა, ტრამპის მიმართ მისი ნეგატიური დამოკიდებულების გამო ე.წ ტროლების თავდასხმის ობიექტი ხშირად ხდება.

ნახეთ: Cardi B კლიპზე WAP მუშაობის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

Cardi B ჰიტთან WAP დაკავშირებულ კრიტიკას ეხმაურება

"მასხრად მიგდებენ, მე კი მათ ყურადღებას არ ვაქცევ. რაღაცას გეტყვით - ჩემ მიმართ თავდასხმა ისე გაძლიერდა, რომ ტრამპის მხარდამჭერმა მისამართიც კი გამისაჯაროვა, რომ ვინმეს ჩემი სახლი გადაეწვა. კერძო გამომძიებლის დაქირავება და ორდერის გამოცემა გახდა საჭირო მის დასაკავებლად. თინეიჯერი ბიჭი აღმოჩნდა, მისი მშობლები შოკირებულები იყვნენ, როცა მომხდარის შესახებ შეიტყვეს", - აღნიშნა მუსიკოსმა.

ქარდი ბი ამავე ლაივის დროს რესპუბლიკელთა კომენტატორს, ქენდის ოუნერსაც გამოეხმაურა, რომელმაც რეპერს ერთ-ერთ ინტერვიუში გაუნათლებელი უწოდა. მან დემოკრატთა პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ჟურნალ ELLE-სთვის ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც შემსრულებელს ესაუბრება COVID-19-თან დაკავშირებით.

"როცა ხედავენ ქარდი ბის ინსტაგრამზე მილიონობით გამომწერი ჰყავს, ფიქრობენ, რომ, თუ ამ გაუნათლებელი ადამიანის გვერდით გამოჩნდებიან, შავკანიანები ხმას მისცემენ, რადგან მათ ქარდი მაგარ ტიპად მიაჩნიათ. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ბაიდენს შავკანიანები სულელები ჰგონია", - აღნიშნა ქენდისმა.

ამის პასუხად რეპერმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებს ნამდვილად იყენებს იმისთვის, რომ თაყვანისმცემლებს მოუწოდოს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

"საიდუმლო არაფერია - ჩემს პლატფორმას ნამდვილად ვიყენებ იმისთვის, რომ ხალხს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოვუწოდო. პოლიტიკა მიყვარს. ქენდის ოუენსმა კი ჩემზე ძალიან უსიამოვნო რაღაცები ილაპარაკა", - აღნიშნა მან.

View this post on Instagram

#cardib #candiceowens #gossiptwins

A post shared by 💜💜THE GOSSIP TWINS 💜💜 (@thegossiptwins_) on

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული