Thumbnail

ნახეთ: Cardi B კლიპზე WAP მუშაობის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ Megan Thee Stallion-თან ერთად ჩაწერილი კომპოზიციის WAP კლიპის გადაღებამდე გამართული რეპეტიციების და უშუალოდ ვიდეორგოლზე მუშაობის ამსახველი პირველი ვიდეო გაავრცელა. კადრებში მაყურებელი იხილავს, რა რეაქცია ჰქონდათ ქარდისა და მეგანს გველების დანახვაზე, რომლებიც გადასაღებ მოედანზე ერთ-ერთი სცენისთვის მიიყვანეს.

Cardi B: მინდოდა, WAP-ის კლიპში კიდევ ერთი ადამიანი გადამეღო

Cardi B-მ გაამხილა, რამდენი დახარჯა კლიპის WAP გადაღებამდე კორონავირუსის ტესტებზე

"რა საშიშია, ძალიან დიდი გველებია. რა ვქნათ? მათ რომ დაინახავ, მგონი, საერთოდ გადაიფიქრებ ამ ყველაფერს", - უყვება მეგანი ქარდის.

ამის შემდეგ ქარდი ქმართან, რეპერ Offset-თან ერთად თავად გაემართა გველების სანახავად.

"არ მგონია, ეს შევძლო", - აღმოხდა არტისტს ქვეწარმავლების დანახვისას.

9-წუთიან ვიდეოში აგრეთვე მოხვდა კადრები, რომელშიც სთელიონი ქარდის მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის.

მეგანი: ქარდი, შენ ნამდვილი დედოფალი ხარ, ვისურვებდი, ხალხმა იცოდეს, როგორი ხარ რეალურ ცხოვრებაში. ყველაზე კარგი ადამიანი ხარ, ვისაც კი ვიცნობ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ კომპოზიციაში ჩამრთე. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
ქარდი: ეს ტრეკი შენ ხარ. ხვდები, რას ვამბობ? ისე შეგეფერება, რომ ამ ყველაფრის ნაწილი აუცილებლად უნდა ყოფილიყავი".

ქარდიმ და და მეგანმა პირველი ერთობლივი კოლაბორაციული კომპოზიცია WAP და მასზე გადაღებული კლიპი 7 აგვისტოს გაავრცელეს. ტრეკი ქარდის მომავალ, რიგით მეორე სტუდიურ ალბომში Tiger Woods იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოშვების თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული