Thumbnail

ნახეთ: Gorillaz-მა რობერტ სმიტთან ერთად ჩაწერილი სიმღერა Strange Timez გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა Gorillaz ახალი სიმღერა Strange Timez და მასზე შექმნილი კლიპი გაავრცელა. კომპოზიციაში ლეგენდარული როკ კოლექტივის The Cure ფრონტმენი, რობერტ სმიტი მონაწილეობს. ნამუშევარი "გორილაზის" კომპილაციურ ალბომში Song Machine იქნება წარმოდგენილი, რომელიც 20 ოქტომბერს ჩაეშვება გაყიდვაში. მასში აგრეთვე შევა კოლაბორაციული ტრეკები ელტონ ჯონთან, ბექთან, St. Vincent-თან, ScHoolboy Q-სთან და სხვა მუსიკოსებთან.

ნახეთ: Gorillaz - PAC-MAN Ft. ScHoolboy Q

ნახეთ: Gorillaz – Friday 13th Ft. Octavian

Gorillaz-ის შესახებ შექმნილი კომიქსი 16 ოქტომბერს გამოიცემა

გრემის მფლობელი Gorillaz ჯგუფ Blur-ის ფრონტმენის, დეიმონ ალბარნისა და ბრიტანელი კომიქსების მხატვრისა და დიზაინერის, ჯეიმი ჰიულეტის მიერ 1998 წელს შექმნილი პროექტია. ვირტუალური ბენდის წევრები ანიმაციური პერსონაჟები არიან, რომელთა თავგადასავალიც ათობით მუსიკალურ ვიდეოშია ასახული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული