Thumbnail

ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Griselda ახალწვეულმა, არმანი სეზარმა ახალგავრცელებულ კომპოზიციაზე Simply Done გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც "გრიზელდას" გამოცდილი წევრი Benny The Butcher მონაწილეობს. ჩანაწერის პროდიუსერი ლეგენდარული DJ Premier გახლავთ. ტრეკი ახალბედა რეპერის მომავალ მიქსტეიპში The Liz Tape იქნება წარმოდგენილი.

ნახეთ: Benny The Butcher კლიპს Deal Or No Deal ავრცელებს

არმანი "გრიზელდას" დამფუძნებლის, ვესთსაიდ განის მსგავსად, შტატ ნიუ იორკის ქალაქ ბუფალოდან გახლავთ. მან რეჩიტატივის კითხვა 12 წლის ასაკში დაიწყო. თუმცა, მუსიკას მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია, აქვეყნებს. გაერთიანებაში ის მიმდინარე წელს გაწევრიანდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული