Thumbnail

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჯანელ მონე ახალ კომპოზიციას Turntables ავრცელებს. სინგლი აშშ-ში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით Amazon-ის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის All In: The Fight For Democracy ერთ-ერთი საუნდტრეკი იქნება.

ნახეთ: ჯანელ მონე საშინელებათა ფილმის Antebellum ახალ თრეილერში

მუსიკოსმა და მსახიობმა, ჯანელ მონემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2003 წელს დაიწყო. მას განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Q.U.E.E.N. Yoga და PrimeTime მოუტანა. შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Erykah Badu, Fun და Grimes.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული