Thumbnail

ნახეთ: Arcade Fire-ის წევრებმა The Suburbs და Haiti შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული კანადური ჯგუფის Arcade Fire წევრებმა, უინ ბათლერმა და მისმა ცოლმა, რეჯინ შასანმა, კოლექტივის რიგით მესამე ალბომის The Suburbs ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნამუშევარში შესული სინგლები The Suburbs და Haiti შეასრულეს. ლაივი 2020 წლის ზაფხულში ნიუ ორლეანშია გადაღებული.

ნახეთ: Arcade Fire-ის წევრებმა Sprawl II (Mountains Beyond Mountains) შეასრულეს

Arcade Fire ქალაქ მონრეალში 2001 წელს ჩამოყალიბდა. ბენდმა სადებიუტო ალბომი Funeral 2004 წელს გაავრცელა. კოლექტივს კომერციული წარმატება 2010 წელს გამოცემულმა ჩანაწერმა The Suburbs მოუტანა. 3 წლის შემდეგ კი ჯგუფის ფრონტმენის, უინ ბათლერის მიერ დაწერილი კომპოზიცია ფილმისთვის Her, წლის საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში ოსკარზე წარადგინეს. 2017 წლის 27 ივლისს არტისტებმა რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევარი Everything Now გამოუშვეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული