Thumbnail

ნიუ იორკელმა რეპერმა, ქანვეიმ მომავალი ალბომის პირველ სინგლზე Lemon გადაღებული ვიდეორგოლი ექსკლუზიურად მედიაპლატფორმა Tidal-ზე გამოაქვეყნა. ცნობილი ლეიბლის Roc Nation პარტნიორი შემსრულებლის ტრეკში ლეგენდარული კოლექტივის, "ვუ-თენგის" ერთ-ერთი ლიდერი, ვეტერანი მეთოდ მენი მონაწილეობს. კომპოზიციის პროდიუსერები Daringer და Beat Butcha არიან, რომლებმაც ბუფალოელ ემსისთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლეს. ქანვეის სტუდიური ნამუშევარი From King To A GOD გაყიდვაში 11 სექტემბერს ჩაეშვება.

მოუსმინეთ: Conway The Machine - Fear Of God

ნახეთ: MC Eiht, Conway და DJ Premier ვიდეოს Honcho ავრცელებენ

მოუსმინეთ: Gang Starr - Bad Name (Remix) Ft. Method Man & Redman

ქანვეი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. ამავე წელს მან საკუთარ ძმასთან, ვესთსაიდ განთან ერთად ნიუ იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში გაერთიანება Griselda Records ჩამოაყალიბა. 2012 წელს რეპერი თავისა და ყელის არეში დაჭრეს, რამაც მის მეტყველების უნარს კვალი დაატყო. თუმცა, შემთხვევა ქანვეიმ სათავისოდ გამოიყენა და დღეს ის ერთ-ერთი გამორჩეული ფლოუს ავტორია. 2017 წელს შემსრულებელი ლეგენდარული ემინემის მიერ დაარსებული ლეიბლის წევრი Shady Records გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული